შევარდენმა მორიგი ამხანაგური დაგეგმა
სანაკრებო პაუზით გამოწვეულ შესვენებას “შევარდენი” აქტიურად იყენებს. მათ მორიგი ამხანაგური შეხვედრა 7 სექტემბერს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის წარმოადგენელ თბილისის “მერანთან” დაგეგმეს. მატჩი 17:00 საათზე დაიწყება და ოლიმპიური სტადიონის ბაზაზე გაიმართება .
არაგვთან გამართულ შეხვედრაში იუნკერები 2-3 დამარცხდნენ, შეხვედრა მწვრთნელმა ახალი ფეხბურთელების გამოსაცდელად გამოიყენა, გუნდში სინჯებზე ქართველი ფეხბურთელების გარდა ორი ლეგიონერი იმყოფება.