ჭიაბრიშვილი: ჩვენი ბრძოლის ველი მოედანია და ჩვენ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ

ევროპალიგის მეორე საკავიფიკაციო ეტაპზე თბილისის “ლოკომოტივი” მოსკოვის “დინამოს” დაუპირისპირდება. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე გაიმართება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში. ჟურნალისტების კითხვებს გიორგი ჭიაბრიშვილმა უპასუხა”

-“წინა ტურიდან და იმ ბოლო მატჩიდან, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში ვითამაშეთ. ხვალინდელ წინასამატჩო განაცხადში ვინც მოხვდა, ე.ი. ის ფეხბურთელი მზად არის, რომ  100%, სრული დატვირთვით ითამაშოს. შემიძლია გითხრათ, რომ ერთადერთი კირკიტაძეა, რომელმაც ტრავმა ახლა მოირჩინა და იმ კონდიციებში არ არის, რომელშიც უნდა იყოს, რადგან დიდი დრო გაუცდა. 

მეტოქის ირგვლივ ინდივიდუალურიდან გუნდურამდე ყველაფერი გავარჩიეთ. კრაიოვას შემთხვევაშიც ასე იყო. კრაიოვა ძალიან ძლიერი მეტოქე იყო, თუმცა გამარტივდა მათ წინააღმდეგ მატჩის გარჩევა, რადგან მუდმივად ერთი  შემადგენლობა ჰყავდათ, ამ შემთხვევაში კი დინამო მოსკოვი სხვადასხვა ფორმაციით თამაშობს, ჰყავთ გამოცდილი ფეხბურთელები, როლებიც ეროვნულ ნაკრებშიც გამოდიან. განსხვავება არის ის,  რომ ჩვენი ახლანდელი მეტოქე მეტად გამოცდილია მსგავსი ევროტურნირების კუთხით.

ჩემმა გუნდმა იცის, რომ პროვოკაციას არ უნდა აყვეს. მოედანზე მსაჯს საკუთარი საქმე აქვს, ჩვენ კი ჩვენი. ჩვენ ერთი საქმე გვაქვს , ვითამაშოთ თავდადებით. მინდორზე გვაქვს გასაკეთებელი საქმე , ჩემი გუნდი სრულად კონცენტრირებული ამაზე იქნება.

ეს იქნება გუნდების – თბილისის ლოკომოტივისა და მოსკოვის დინამოს მატჩი.  კიდევ გავიმეორებ, არ მინდა პოლიტიკური განცხადებების გაკეთება, რადგან ჩვენი ბრძოლის ველი მოედანია და ჩვენ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ.

მთავარი არის ის სიხარული, რომელიც ჩვენმა გუნდმა ქვეყანას უნდა მოუტანოს და იმ გზის სწორად გავლა, რაც  მიზნისკენ მიგვიყვანს.”

მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს სილ ქუნივერსალი შემოგვთავაზებს.