ბევრი არაკაცია რაგბის კავშირში, ეს ყველაფერი არჩევნებს უკავშირდება

რაგბის კავშირში განვითარებულ მოვლენებს, კავშირის ყოფილი პრეზიდენტი გამოეხმაურა.

გოჩა სვანიძის განცხადებით, მის მიმართ წაყენებული ბრალდებები უსაფუძვლოა და კავშირის თანხები მიზნობრივად დაიხარჯა. სვანიძის თქმით, მიმდინარე პროცესები, კავშირში მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება.

“დამადანაშაულონ, ოფიციალურად და გავცემ ყველას პასუხს. გამოძიება დაადგენს ყველაფერს, ცრუ ბრალდებებია. რაგბის კავშირის კუთვნილი თანხები იხარჯებოდა ფედერაციის საქმიანობაში და ყველაფერი ელექტრონულად არის ასახული.

აქ არის ჯგუფები, რომლებსაც უნდათ რაგბის კავშირის ფულების ჭამა. აბუსერიძემ იმდენი ცრუ ბრალდებები გამოთქვა,, მოუწევს პასუხების გაცემა.

ველოდები გამოძიებას, ოფიციალური ბრალდება ჩემ მიმართ არ არის. ყველაფერს ჭირდება დამტკიცება. ჩართულია სახელმწიფო მანქანა და ოფიციალურად გაირკვევა ყველაფერი.

მათ განცხადებების საფუძველზეა შემოსული და იკვლიონ. არჩევნები არის პირდაპირ კავშირში ამ ბრალდებებთან, ოღონდ გოჩა სვანიძე წავიდეს ფედერაციიდანო, ჰოდა დაამტკიცონ. ბევრი არაკაცია რაგბის კავშირში,”- განუცხადა “კურიერს” რაგბის კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა გოჩა სვანიძე.

R2.ge