შენგელიამ ცსკა-ში ჩატარებულ პირველ ოფიციალურ მატჩში მსუბუქი ტრავმა მიიღო

უიღბლოდ დაიწყო სეზონი თორნიკე შენგელიასთვის. პირველ ოფიციალურ, სადებიუტო მატჩში მოსკოვის ცსკა-ს ქართველმა ფორვარდმა მუხლის ტრავმა მიიღო, თუმცა სასიხარულო ის გახლავთ, რომ კლუბის განცხადებით, სერიოზული არაფერია.
ცსკა-ს საიტზე ვკითხულობთ: “როგორც ჩანს, სერიოზული არაფერია, მხოლოდ ფეხი იტკინა, რომელიც გაუყინეს. მას მერე თამაშში დასაბრუნებლად ხურდებოდა, მაგრამ მწვრთნელმა დიმიტრის იტუდისმა პარკეტზე აღარ შეუშვა. ამის არავითარი საჭიროება არ არსებობდა, რადგან ცსკა-მ “ასტანა” დამაჯერებლად დაამარცხა – 93:60 .” შენგელიამ 3:19 წუთში 2 ქულის ჩაგდება მაინც მოასწრო, 1 ორქულიანი ააცილა, 2-ჯერ მოხსნა და ბურთი ერთხელ ააცილა.
ეს გახლდათ VTB ლიგის პირველი ტურის მატჩი, რომელშიც არმიულმა კლუბმა ყაზახეთში, “ასტანასთან” იოლი გამარჯვება მოიპოვა. ცსკა ამავე ტურნირის მეორე ტურში, 26 სექტემბერს, პერმის “პარმას” უმასპინძლებს, ხოლო ევროლიგას 1 ოქტომბერს, კატალონიაში, “ბარსელონასთან” ჯახით დაიწყებს.
Gbf.ge