რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტმა COVID 19-თან დაკავშირებით რეგულაციები შეიმუშავა

მორაგბისთვის COVID-19 ინფექციის დადასტურების შემთხვევაში გუნდი ექვემდებარება სრკ სამედიცინო სამსახურის მიერ შემუშავებულ შესაბამის რეგულაციას (იხ. “სრკ-ს ეგიდით გამართული შიდა ჩემპიონატების რეგულაციები COVID-19 ეპიდემიის პირობებში”).

3 ან ნაკლები მოთამაშის დაინფიცირების შემთხვევაში თამაში არ გადაიდება.

თუ, სეზონის მიმდინარეობისას გუნდში აღმოჩნდება 4-დან 6-მდე დაინფიცირებული მორაგბე, ეს გუნდი იტოვებს უფლებას გამოტოვოს მომდევნო კალენდარული მატჩი, რომელიც გაიმართება პირველივე უქმოეებზე, როგორც კი კალენდარში ‘ფანჯარა’ გამოჩნდება. ზემოაღნიშნულ შემთხვევაში კოვიდ ინფიცირებულიანი გუნდის ხელმძღვანელობა ვალდებულია თამაშებამდე 3 დღით ადრე წერილობით განაცხადოს რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტში შემდეგ ტურში მონაწილეობა, არ მონაწილეობის თაობაზე.

თუ, გუნდში დაფიქსირდა 7 ან მეტი ინფიცირების შემთხვევა, გუნდი დროებით წყვეტსშეჯიბრში მონაწილეობას, სრკ-ს სამედიცინო სამსახურის მიერ მითითებული კონკრეტულივადით.

იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის მასშტაბით გამოცხადდა კარანტინი, სრკ ვალდებული იქნებააღნიშნული ვადით შეწყვიტოს ჩემპიონატი იმ დათქმით, რომ კარანტინის დამთავრებიდან არაუგვიანეს 1 თვისა 2020-21 წლის ჩემპიონატები აუცილებლად გაგრძელდება და დასრულდება.

დიდი-10 სტარტს 7 ოქტომბერს აიღებს.