ბათუმის დინამომ ამხანაგური შეხვედრები დაგეგმა

გასულ კვირაში ბათუმის “დინამო” დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშებას გამოეთიშა. “გაგრასთან” წაგების შემდეგ გავრცელდა ხმები, რომ გია გეგუჩაძე “დინამოს” აღარ გაწვრთნიდა. თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია ბათუმელთა მფლობელმა, ავთანდილ ბერიძემ უარყო და აღნიშნა, რომ გეგუჩაძე “დინამოს” სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებდა.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა, 2 ოქტომბერს, თელავისა და ბათუმის “დინამოს” დაპირისპირებით განახლდება.  შავი ზღვის პირელები კი აღნიშნული შეხვედრისთვის თბილისში ემზადებიან.

მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში ბათუმის “დინამო” ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. 25 სექტემბერს “დინამო” თბილისის “მერანს” დაუპირისპირდება, ხოლო 28 სექტემბერს კი – “სამტრედიას”. ორივე შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება და თბილისის ოლიმპიურ სტადიონებზე გაიმართება.