კალაძე: ფარერებთან წაგება იყო სამარცხვინო

ფარერებთან წაგება იყო სამარცხვინო უბრალოდ. ამხელა ანგარიშით თბილისის დინამო, ამხელა ისტორიის მქონე გუნდი… მე არ ვიცი ფეხბურთელებს რა დამოკიდებულება აქვთ, ვინც ამ გუნდში თამაშობს. ან ისტორიას გადახედონ, ან ის ნახონ, ვინ თამაშობდა ამ კლუბში. ცოტა სხვა მიდგომებია საჭირო, სხვა დამოკიდებულებაა საჭირო, თან მარტო თბილისის დინამო ხომ არაა, ქვეყანას წარმოადგენს, პირველი გუნდია საქართველოში და რა ვიცი.

ასე შეაფასა პალიტრანიუსის ეთერში თბილისის მერმა, კახა კალაძემ დინამოს მარცხი ფარერების კლაკსვიკთან, რომელიც 6-ით 1 დასრულდა.
formula.ge