შენგელია ცსკა-ში საუკეთესო იყო, მაგრამ არმიელები ბარსელონაში დამარცხდნენ

მოსკოვის ცსკა და მასთან ერთად თორნიკე შენგელია ევროლიგაში ჩაერთვნენ. პირველი ტურის არმიელებმა კატალონიაში, “ბარსელონასთან” გამართეს და ქართველი ფორვარდის შედეგიანობის მიუხედავად 76:66 წააგეს.

მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და საინტერესოდ წარიმართა. ბარსელონამ ძალიან შთამბეჭდავად დაიწყო და პირველივე მეოთხედი 10 ქულით მოიგო. ცსკა-ს დაცვა ვერაფერს უხერხებდა ბარსას ‘დიდებს’ – ნიკოლა მიროტიჩს და ბრენდონ დევისს. კატალონელებს სამწამიანში გადამწყვეტი უპირატესობა ჰქონდათ და თავის მხრივ, მათმა დაცვამ ცსკა-ს შეტევაში არაფრის საშუალება არ მისცა.

თორნიკე შენგელია თავის გუნდში საუკეთესო იყო. მან შეხვედრა 15 ქულით, 5 მოხსნით (სამი მეტოქის ფარზე) და 3 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. თორნიკემ 6-დან 4 ორქულიანი გამოიყენა, თუმცა პერიმეტრიდან მხოლოდ 4-დან 1 ბურთი ჩააგდო. შენგელიას გარდა, ათქულიან მაჩვენებელს ცსკა-ს მხოლოდ ორი მოთამაშე გადაცდა (ჯეიმსი 13, ჰაკეტი -11).

ბარსადან საუკეთესოები სწორედ დევისი (18 ქულა) და მიროტიჩი (17 ქულა) იყვნენ.

შემდეგ ტურში, 8 ოქტომბერს, ცსკა თელ ავივის “მაკაბის” უმასპინძლებს.