შენგელიამ კრასნოდარის ლოკომოტივს 11 ქულა ჩაუგდო

VTB ლიგაში მოსკოვის ცსკა-მ მე-3 შევედრა ჩაატარა და კრასნოდარის ლოკომოტივ ყუბანი 94:80 დაამარცხა. მოსკოველებმა პირველი პერიოდი 8 ქულით წააგეს, თუმცა, მერე თამაშის სადავეები ხელთ იგდეს და საბოლოოდ, საკმაოდ იოლად მოახერხეს გამარჯვების მოპოვება.

თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 17:23 წუთი გაატარა, ამ დროში ქართველმა მძიმე ფორვარდმა 11 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. თორნიკემ 4-დან 2 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.

ცსკა-ში საუკეთესო უილ კლაიბერნი იყო, რომელმაც 19 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი დააგროვა, ხოლო მაიკ ჯეიმსმა 18 ქულა და 5 პასი მიითვალა. ცსკა-ს 3 ტურის შემდეგ 2 მოგება და 1 წაგება აქვს, მე-6 პოზიციაზეა და მომდევნო ტურში 10 ოქტომბერს, სარატოვს უმასპინძლებს.

Gbf.ge