შევარდენი ამხანაგურ შეხვედრაში მერანს დაუპირისპირდება

ეროვნული ლიგის გუნდები სანაკრებო პაუზას ნაყოფიერად იყენებენ. მათ შორისაა თბილისის შევარდენიც. იუნკერებმა ამხანაგური შეხვედრაც დაგეგმეს.

“შევარდენი” 12 ოქტომებრს თბილისის “მერანს” დაუპირისპირდება და 14:00 საათზე დაწიყება. მატჩი დიდი-დიღმის სპორტულ კომპლექსში გაიმართება.

იუნკერებს ამ დროისთვის 13 ქულა აქვთ მოგროვებული და ეროვნული ლიგა 2-ში მე-9 ადგილზე იმყოფებიან. მერანი კი ერონულ ლიგაში 5 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება.