შენგელიამ პანათინაიკოსს 6 ქულა ჩაუგდო
ევროლიგაში მორიგი გამარჯვება მოიპოვა მოსკოვის ცსკა-მ, რომლის ღირსებასაც ქართველი ფორვარდი, თორნიკე შენგელია იცავს. არმიელები ათენში “პანათინაიკოსს” დაუპირისპირდნენ და დაძაბულ ბრძოლაში, 89:83 სძლიეს.
შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა მოედანზე მხოლოდ 15:48 წუთი გაატარა და თავი 6 ქულას, 4 მოხსნასა და 3 შედეგიან გადაცემას მოუყარა. თორნიკემ 4-დან 2-ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა.
ცსკა-ს 4 მოგება და 3 მარცხი დაუგროვდა. რუსული კლუბი გათამაშების მე-6 ადგილზეა და მომდევნო ტურში თორნიკე შენგელიას ყოფილ გუნდს, ბასკონიას მასპინძლობს. ცსკა-სა და ბასკონიას მატჩი 12 ნოემბერს გაიმართება.
Gbf.ge