შევარდენი ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშება სტარტს 13 ივლისს აიღებს. გუნდებმა 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი გაიარეს და  ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგნენ. მათ შორისაა საფეხბურთო კლუბი “შევარდენიც”. ქვეყანაში არსებული კრიზისის მიუხედავად  გუნდმა მოთამაშეების ძირითადი ბირთვი შეინარჩუნა.

იუნკერებმა ვარჯიში გასულ კვირაში დაიწყეს და ამხანაგური შეხვედრებიც დაგეგმეს. “შევარდენი” 3 ივლისს ვიტ-ჯორჯიას დაუპირისპირდება, 6 ივლისს კი ბოლნისის “სიონთან” მოსინჯავენ ძალებს. მატჩები დიღმის საწვრვთნელ ბაზაზე გაიმართება და 18:00 საათზე დაიწყება.