ვიტ-ჯორჯიამ ამხანაგურ შეხვედრაში შევარდენი დაამარცხა

ეროვნული ლიგა 2-ის გუნდები შეკრებას განაგრძობენ, იძულებითი პაუზის დასრულებამდე ამხანაგური შეხვედრაში ვიტ ჯორჯია შევარდენს დაუპირისპირდა და 2-0 დაამარცხა.

შეხვედრა დიღმის საფეხბურთო კომპლექსში გაიმართა და გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, საბოლოოდ ვიტ ჯორჯიელებმა ორი უპასუხო გოლის გატანა შეძლეს. დიღმის საფეხბურთო კომპლექსში რამდენიმე გუნდი გადის შეკრებას და ამხანაგურ თამაშებსაც მართავენ.

ვიტ ჯორჯია მორიგ ამახანაგურ შეხვედრას 7 ივლისს გამართავს მეტოქე ამჯერად დუშეთის არაგვი იქნება, შეხვედრა 10:30 საათზე დაიწყება.

შეხვედრის მიმოხილვა:
3 ივლისი. დიღმის საფეხბურთო კომპლექსი. 18:00
ვიტ ჯორჯია 2:0 შევარდენი 1906
არბიტრი: დავით სანოძე
გოლები: მუზაშვილი, მუსელიანი.

ვიტ ჯორჯია:

პირველი ტაიმი:
ისერგიშვილი, კიკალიშვილი, ნემსაძე, სეხნიაშვილი, ქისიევი, კაპანაძე, ბარაბაძე, ნ.აბულაძე, მუზაშვილი, ზარიძე, მუსელიანი.

მეორე ტაიმში შემოვიდნენ:

სალუქვაძე, კუჭუაშვილი, ა.აბულაძე, ნაჭყებია, შეროზია, გუგბერიძე, ტყემალაძე, ბულუხაძე.