საბურთალო 2-მა ამხანაგური შეხვედრები დაგეგმა
ეროვნული ლიგის სეზონი მარტში განახლდება. გუნდები კი ამ პაუზას აქტიურად იყენებენ. მათ შორისაა საბურთალო 2.
გუნდი “ბენდელას” სტადიონზე შეიკრიბა. გიორგი ჭელიძემ ამხანაგური მატჩები უკვე დაგეგმა. გადაწყვეტილია, რომ “საბურთალო”-2 23 იანვარს “შევარდენს” შეხვდება. მატჩი 13:00 საათზე დაიწყება და “ბენდელას” სტადიონზე გაიმართება.
გარდა ამ შეხვედრისა “საბურთალო 2” 30 იანვარს “გორს”, 6 თებერვალს “სპაერს” გაეჯიბრება, ხოლო 13 თებერვალს “რუსთავთან” მოსინჯავს ძალებს.