თბილისის ლოკომოტივმა ამხანაგური შეხვედრები დაგეგმა
თბილისის ლოკომოტივი ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი თბილისში შეიკრიბა და 8 იანვრიდან, სავარჯიშო პროცესი დაიწყო. საგურამოს ბაზის მინდვრების რეაბილიტაციის გამო, გუნდი დროებით თბილისის ზღვაზე მდებარე საფეხბურთო ბაზაზე ივარჯიშებს.
თბილისური შეკრება, 31 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება და სავარჯიშო პროცესის პარალელურად, ლოკო სამ ამხანაგურ მატჩსაც გამართავს:
17 იანვარი – ლოკომოტივი Vs გარეჯი
24 იანვარი – საბურთალო Vs ლოკომოტივი
31 იანვარი – ლოკომოტივი Vs დინამო ბათუმი
2 თებერვალს, გუნდი თურქეთში, ბელეკში გაემგზავრება, სადაც ორკვირიანი შეკრებაა დაგეგმილი. თურქულ შეკრებაზე, ლოკომოტივი ხუთ საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს გამართავს:
5 თებერვალი – ლოკომოტივი Vs შახტარი (დონეცკი, უკრაინა)
9 თებერვალი – ლოკომოტივი Vs დესნა (უკრაინა)
10 თებერვალი – ლოკომოტივი Vs როტორი (რუსეთი)
12 თებერვალი – ლოკომოტივი Vs უფა (რუსეთი)
16 თებერვალი – ლოკომოტივი Vs ტორპედო ჟოდინო (ბელარუსი)
17 თებერვალს, ლოკო თბილისში დაბრუნდება და ჩემპიონატის დაწყებამდე დარჩენილ დღეებს, კვლავ მოსამზადებლად გამოიყენებს.