ფუტსალის ლიგის ახალი სეზონი 20 იანვარს დაიწყება
საქართველოს ფუტსალის ლიგის 2020 წლის სეზონი 20 იანვარს დაიწყება. შარშანდელის მსგავსად გათამაშებაში 6 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ლიგას 2 დებიუტანტი ჰყავს. “პსპ” და “კსუ” მიმდინარე სეზონში ფუტსალის ლიგის ტიტულისთვის იბრძოლებენ.
თამაშები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება და რეგულაციების გამო უმაყურებლოდ ჩატარდება.
20 იანვარი:
ილიაუნი – მფკ თბილისი 13:00
თელასი – კსუ 15:00
თსუ – პსპ 17:00