ბათუმის დინამომ ამხანაგური შეხვედრები დაგეგმა
ეროვნული ლიგა სავარაუდოდ თებერვლის ბოლოს განახლდება. გუნდები კი ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადებიან. მათ შორისაა ბათუმის “დინამოც”. გია გეგუჩაძემ გუნდის გაძლიერება ჯერ კიდევ დეკემბრიდან დაიწყო. მომავალი სეზონიდან ბათუმის ღირსებას შემდეგი ფეხბურთელები დაიცავენ: სანდრო ალთუნაშვილი, ირაკლი ზარია, ლაზარე კუპატაძე, გიორგი ფანცულაია, რაფაელ ჩუკვარა, ვამარა სანოგო, გრიგოლ ჩაბრაძე.
ბათუმის “დინამო” მომზადებას თბილისის ზღვის ბაზაზე გადის. “დინამო” 27 იანვარს “გაგრას” დაუპირისპირდება, 31 იანვარს “ლოკომოტივს”, 1 თებერვალს კი “თელავს” შეხვდება. ყველა მატჩი 14:00 საათზე დაიწყება და თბილისის ზღვის ბაზაზე გაიმართება.