აღმასრულებელმა კომიტეტმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი დაამტკიცა

15 თებერვალს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. კომიტეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხზე ონლაინ რეჟიმში იმსჯელეს.

​აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის მთავარი თემა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის დანიშვნა გახლდათ. კომიტეტის წევრებმა აღნიშნულ თანამდებობაზე ფრანგი სპეციალისტი ვილი სანიოლი დაამტკიცეს.