სამგურალმა ამხანაგურ შეხვედრაში საბაჰი დაამარცხა
,სამგურალმა” ამხანაგურ შეხვედრაში აზერბაიჯანის პრემიერლიგის მეხუთეადგილოსანი ,,საბაჰი” 1-0 დაამარცხა.
გარამჯვების გოლი 56–ე წუთზე დემურ ჩიხლაძის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ გიორგი თევზაძემ გაიტანა.
საკონტროლო მატჩი დღეს, თბილისის ზღვაზე მდებარე ,,ზესტაფონის” საფეხბურთო ბაზაზე გაიმართა .
წყალტუბოელებმა აზერბაიჯანელების წინააღმდეგ შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს:
მაქსიმე ქვილითაია, თედო კიკაბიძე, ომარ პატარკაციშვილი, შალვა ბურჯანაძე, ნიკა კალანდარიშვილი, ლუქმან გილმორი, დემურ ჩიხლაძე, პაპუნა ფონიავა, გრიგოლ დოლიძე, გიორგი თევზაძე, ალექსანდრე ვერულიძე
მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: კახაბერ მეშველიანი, ილია ახვლედიანი, სერგი კუხიანიძე, ლევან ქურდაძე, უშანგი ბანძელაძე, დათო კირკიტაძე, ისუფ ტურე, ატაგანა აკპოდე, დავიდ ჩინედუ, ნიკოლოზ ხელიძე
შემდეგ ამხანაგურ შეხვედრას წყალტუბოს “სამგურალი” ბოლნისის “სიონის” წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 28 ივლისს ვანწმინდაში გაიმართება და 17:00 საათზე დაიწყება.
fcsamgurali.ge