ცვლილება ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას იწყებს. 17 მაისს ვილი სანიოლის მიერ დასახელებულ სანაკრებო შემადგენლობაში, ცვლილება განხორციელდა.
სამხრეთ კორეაში კოვიდ პანდემიისგან გამოწვეული გადაადგილების შეზღუდვის გამო, ეროვნულ ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში „ულსან ჰიუნდაის“ ქართველი ლეგიონერი ვაკო ყაზაიშვილი ვერ დაეხმარება.
მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, გუნდს უნგრული „უიპეშტის“ ფეხბურთელი გიორგი ბერიძე შეუერთდება.
ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრებში 26 ფეხბურთელია გამოძახებული. 31 მაისის ჩათვლით საწვრთნელი შეკრება ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზეა დაგეგმილი.
ამხანაგური მატჩების განრიგი
2 ივნისი | 22:45 – პლოიეშტი
რუმინეთი – საქართველო
6 ივნისი | 20:00 – ენსხედე
ნიდერლანდები – საქართველო
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი),ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო)
მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო)
ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, კონია, თურქეთი)
თავდამსხმელები: თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), სერგო კუხიანიძე (სამგურალი, წყალტუბო, საქართველო), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი)
gff.ge