ბათუმის დინამო ამხანაგურ შეხვედრაში გარეჯს დაუპირისპირდება

ეროვნული ლიგის გუნდები სანაკრებო პაუზას ნაყოფიერად იყენებენ. მათ შორისაა ბათუმის “დინამოც”. აჭარლებმა ამხანაგური შეხვედრაც დაგეგმეს.

ბათუმის “დინამო” 29 მარტს  “გარეჯს” დაუპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყება და დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე  გაიმაეთრბა.

გია გეგუჩაძის შეგირდებს ამ წუთისთვის 11 ქულა აქვთ მოგროვებული და ეროვნულ ლიგაში მე-2 ადგილზე იმყოფებიან. გარეჯს კი 4 ქულა აქვს და ეროვნულ ლიგა 2-ში მე-6 ადგილზეა “გამაგრებული”.