დუდუ დადიანის მემორიალი 5 ოქტომბერს დაიწყება
კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ტრაგიკულად დაღუპული ვიცე-პრეზიდენტის, დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი 5 ოქტომბერს დაიწყება.
მემორიალის თამაშები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებული სპეციალური რეგულაციების დაცვით, თბილისის ახალ ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება.
დუდუ დადიანის 2020 წლის მემორიალში 9 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც 3 ჯგუფში შემდეგნაირად გადანაწილდნენ:
“ა” ჯგუფი – თსუ, რუსთავი, ოლიმპი
“ბ” ჯგუფი – ვერა, ცხუმ-აფცაზეთი, ტიტები
“გ” ჯგუფი – ქუთაისი, კაკტუსი, მეგა
გუნდები ჯგუფებში ერთ წრეს ითამაშებენ, რის შემდეგაც პირველ ადგილზე გასულები ნახევარფინალში გავლენ. მეოთხე გუნდი, რომელიც ნახევარფინალს შეავსებს, საუკეთესო მეორეადგილოსანი იქნება. დებულების თანახმად, ერთ ჯგუფში მყოფი გუნდები ნახევარფინალში ერთმანეთს არ შეხვდებიან.
ჯგუფური ეტაპის თამაშები გაიმართება 5, 6 და 7 ოქტომბერს.
ნახევარფინალები 8-ში, ხოლო ფინალი 10 ოქტომბერს, 18:00 საათზეა დანიშნული.
5 ოქტომბერი
კაკტუსი თბილისი – მეგა ბასკეტი 12:00
ტიტები – ვერა 15:00
ოლიმპი – რუსთავი 18:00
6 ოქტომბერი
ვერა – ცხუმ-აფხაზეთი 12:00
რუსთავი – თსუ 15:00
მეგა ბასკეტი – ქუთაისი 18:00
7 ოქტომბერი
ცხუმ-აფხაზეთი – ტიტები 12:00
ქუთაისი – კაკტუსი თბილისი 15:00
თსუ – ოლიმპი 18:00