შევარდრნმა ამხანაგური შეხვედრები დაგეგმა

სანაკრებო პაუზით გამოწვეული იძულებითი პაუზის გამო გუნდებმა ამხანაგური შეხვედრები დაგეგმეს. მათ შორიდაა შევარდრნიც.

13 ნოემბერს “შევარდენი” ეროვნული ლიგის ბინადარ “თელავს” შეხვდება. მატჩი  თელავში გაიმართება და 12:00 საათზე დაიწყება.

მორიგ ამხანაგურ შეხვედრას “შევარდენი” კვლავ ეროვნული ლიგის ბინადარ გუნდთან გამართავს, კერძოდ 15 ნოემბერს “შევრადენი” ქუთაისის “ტორპედოს” დაუპირისპირდება. მატჩი რამაზ შენგელიას სტადიონზე ჩატარდება და 15:00 საათზე დაიწყება.

ეროვნული ლიგა 20 ნოემბერს განახლდა. ხოლო, ეროვნული ლიგა 2 კი 21 ნოემბერს.