თელავმა საბურთალო დაამარცხა და ეროვნულ ლიგაში ადგილი გაიმყარა

ეროვნული ლიგის 33-ე ტურში თელავმა “საბურთალოს” უმასპინძლა და მატჩი მასპინძლების გამარჯვებით ანგარიშით 2-1 დასრულდა.

მატჩი თელაველთა უპირატესობით დაიწყო და შეხვედრის დებიუტში სტუმრებს 2 ბურთი გაიტანეს. მე-13 წუთზე გიორგი მიქაძის შეგირდები ფირუზ მარაქველიძემ დააწინაურა, ხოლო მე-18 წუთზე კი ნათან ჯუნიორმა მეორედ დალაშქრა თბილისელთა კარი.

მეორე ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და საბურთალომ ანგარიშის შემცირება მხოლოდ მსაჯის მიერ კომპესრიებულ დროში შეძლო. 95-ე წუთზე თელაველთა კარი გიორგი გულიაშვილმა დალაშქრა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში 2-1 დააფიქისრა.

13 ნობერს “თელავი” ამხანაგურ შეხვედრას ლიგა 2-ის ბინადარ “შევარდენი 1906”-ის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი კავკასიონი არენაზე ჩატარდება და 12:00 საათზე დაიწყება.