U17 | უნგრეთი 0:1 საქართველო

საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში, მასპინძელი უნგრეთი – 0:1 დაამარცხა და ჯგუფში, 4 ქულით პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

მატჩი ორმხრივი შეტევებით დაიწყო და შეხვედრის ძირითადი ნაწილი, გარდამავალი უპირატესობის ფონზე წარიმართა. უნგრელებთან გამარჯვების გოლი, 17-წლამდე ნაკრების ცენტრალურმა მცველმა – ალექსანდრე ნარიმანიძემ 86-ე წუთზე გაიტანა, რომელმაც ლუკა პარკაძეს მიერ შესრულებულ სტანდარტულს, ზუსტი გაგრძელება მოუძებნა და თავური დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მე-4 ჯგუფის პარალელურ შეხვედრაში, ესტონეთის 17-წლამდელთა ნაკრებმა ისლანდია – 2:1 დაამარცხა. მეორე სათამაშო დღის შემდეგ, გიორგი ჩიტაურის გუნდი ჯგუფს 4 ქულით ლიდერობს. 17-წლამდე ვაჟთა ნაკრები, საკვალიფიკაციო რაუნდის ბოლო მატჩს, 28 ოქტომბერს ესტონელი თანატოლების წინააღმდეგ გამართავს