21-წლამდელთა შემადგენლობა – ახალგაზრდული ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები, 7 ნოემბერს საწვრთნელ შეკრებას იწყებს. ახალგაზრდული ნაკრები, 16 ნოემბერს, 18:00 საათზე ბათუმში ინგლისის 21-წლამდე ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. საწვრთნელ პროცესში მონაწილეობის მისაღებად, ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ – 22 ფეხბურთელი გამოიძახა.

U21 | საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო).

მცველები: საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ცოტნე კაპანაძე (თელავი), ივა გელაშვილი (პრაღის სპარტა, ჩეხეთი), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (კადისი, ესპანეთი), ლევან ხარაბაძე (დინამო თბილისი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), გიორგი ქველაძე (ლოკომოტივი თბილისი)

ნახევარმცველები: ნიკა გაგნიძე (დილა გორი), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბილისი), ანატოლი მესიაჩენკო (სამტრედია), გიორგი მოისწრაფეშვილი (დინამო თბილისი), ბექა დარცმელია (ლოკომოტივი თბილისი), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო), გიორგი ლომთაძე (სამტრედია), თორნიკე მორჩილაძე (დინამო თბილისი), ლუკა გაგნიძე (ურალი, რუსეთი).

თავდასხმელები: გიორგი იაკობიძე (ლოკომოტივი თბილისი), გიორგი გაგუა (ალავესი, ესპანეთი), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო).

📄 მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: საქართველოსა და ინგლისის 21-წლამდე ნაკრები გუნდების საერთაშორისო ამხანაგურ მატჩზე დასასწრები აკრედიტაციის მისაღებად, გთხოვთ, 12 ნოემბრის ჩათვლით მოგვმართოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე – media@gff.ge

ორგანიზაციამ ოფიციალურ წერილში უნდა მიუთითოს აკრედიტაციის მიღების მსურველი მედიის წარმომადგენლის სახელიგვარიპოზიცია და საკონტაქტო ინფორმაცია.

🎫 მატჩზე დასწრება: მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვის შესახებ ინფორმაცია, სფფ-ის საკომუნიკაციო არხების საშუალებით მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ბათუმში ინგლისის და საქართველოს ახალგაზრდული გუნდები, ერთმანეთს ისტორიაში მეოთხედ დაუპირისპირდებიან. განვლილ 3 მატჩში, 2 შეხვედრა ინგლისელებმა მოიგეს, ხოლო 1997 წელს, ჩარლტონ ატლეტიკსის „ვალიზე“ გამართული, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.

1996 წელი, ბათუმი | გიზო ჯელაძე და შალვა ხუჯაძე, ჯეიმს სკოუკროფტის წინააღმდეგ

აღსანიშნავია, რომ ამ ნაკრებ გუნდებს შორის პირველ შეხვედრასაც, სწორედ ბათუმმა უმასპინძლა. 1996 წლის 8 ნოემბერს გამართული მატჩი, ინგლისელებმა მინიმალური სხვაობით – 0:1 მოიგეს, შეხვედრაში ერთადერთი გოლის გატანა, მაიკლ დაბერიმ 81-ე წუთზე შეძლო.