ბათუმის დინამო ამხანაგურ შეხვედრას მარტვილის მერანის წინააღმდეგ გამართავს

“მერანი” სანაკრებო პაუზით გამოწვეულ შესვენებას ამხანაგური მატჩით შეავსებს. 14 ნოემბერს მარტვილის “მერანი” ბათუმში, “ანგისას ბაზაზე” ეროვნული ლიგის გათამაშების ლიდერს, “დინამო ბათუმს” დაუპირისპირდება. შეხვედრა 15:30 საათზე აიღებს სტარტს.