სამგურალმა ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო

წყალტუბოს ,,სამგურალმა” ახალი საფეხბურთო სეზონისთვის მზადება დღეს დაიწყო. წყალტუბოელები ახალი მთავარი მწვრთნელის გიორგი მიქაძის ხელმძღვანელობით 26 მაისის სახელობის სტადიონზე შეიკრიბნენ და პირველი ვარჯიში გამართეს. ხვალიდან გუნდი ორჯერად წვრთნებზე გადადის.
15 იანვარს ორმხრივი მატჩია დაგეგმილი, 22 იანვარს კი ,,სამგურალი” ამხანაგურ შეხვედრაში მარტვილის ,,მერანს” დაუპირისპირდება.
29 იავნარს წყალტუბოს სამგურალი “გაგრას” შეხვდება. მატჩი 14:00 საათზე დაიწყება.
იანვრის ბოლოს მეორე საკონტროლო მატჩიც იგეგმება. 3 თებერვალს გუნდი ორკვირიან შეკრებაზე ანტალიაში გაემგზავრება, სადაც რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. (საკონტროლო მატჩების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გამოვაქვეყნებთ).
,,დღეს პირველი ვარჯიში ჩავატარეთ. გუნდში კარგი კონტიგენტია შეკრებილი. კლუბის ხელმძღვანელობას ამბიციური გეგმები აქვს, მოსამზადებელ ეტაპს მაქსიმალურად გამოვიყენებთ და ჩემპიონატში მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ” –აღნიშნა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი მიქაძემ.