ბოლნისის სიონი ახალი სეზონისთვის ემზადება
ეროვნულ ლიგაში დაწინაურებულმა ბოლნისის სიონმა ვარჯიშები განაახლა. გუნდმა არსებული ბირთვი შეინარჩუმა და მომავალი სეზონისთვის აქტიურ მზადებას შეუდგა.
გუნდი შეკრების პირველ ეტაპს თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გადის.
“სიონი” რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრასაც გამართავს. კერძოდ, ბოლნისის “სიონი” 18 იანვარს საგარეჯოს “გარეჯს” შეხვდება, 20 იანვარს დუშეთის “არაგვს”, 22 იანვარს გორის დილას, 27 იანვარს კი “საბურთალოს” დაუპირისპირდება, 30 იანვარს სიონი “ვიტ-ჯორჯიას” შეხვდება. აღნიშნული შეხვედრები 14:00 საათზე აიღებს სტარტს.
ეროვნული ლიგის პირველ ტურში სიონი ბათუმის “დინამოს” დაუპირისპირდება.