ქორქია-საკანდელიძის მემორიალური ტურნირი 20 იანვარს დაიწყება

ოლიმპიური ჩემპიონების – ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალური ტურნირი წელს 20-დან 25 იანვრის ჩათვლით გაიმართება. ჯგუფური ეტაპის შეხვედრების თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება. ფინალს კი ქუთაისის სპორტის სასახლე უმასპინხლებს. აღნიშნული ტურნირი 2006 წლიდან იმართებოდა თბილისში, ხოლო ბოლო 2 წელია მას იმერეთის დედაქალაქი მასპინძლობს.

მემორიალში მონაწილეობას 12 გუნდი მიიღებს. გათამაშებაში სუპერლიგის 11 გუნდთან ერთად ყაზახური “ბარსიც”  ჩაერთვება.

ჯგუფური ეტაპის მატჩები 20, 21 და 22 იანვარს გაიმართება. ფინალში გასული გუნდები სატიტულო მატჩში ერთმანეთს მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის სახელობის ქუთაისის სპორტის სასახლეში 25 იანვარს  შეხვდებიან. გამარჯვებულს ოლიმპიური ჩემპიონების სახელობის გარდამავალი თასი გადაეცემა, ხოლო ტურნირზე დაწესებული იქნება ინდივიდუალური პრიზებიც – საუკეთესო უკანახაზელისა და ფორვარდისთვის.

 

მატჩების განრიგი:

 

20 იანვარი

12:00 ოლიმპი – ბარსი ( ყაზახეთი)

14:15  ვერა – დინამო

16:30 ტუტები – ცხუმ-აფხაზეთი

18:45 მეგა -თსუ

 

21 იანვარი

12:00  ბარსი(ყაზახეთი) – ბათუმი

14:15  დინამო – რუსთავი

16:30  აფხაზეთი – ქუთაისი

18:45  კაკტუსი – მეგა

 

22 იანვარი

12:00 ბათუმი – ოლიმპი

14:15 რუსთავი – ვერა

16:30 ქუთაისი – ტიტები

18:45 თსუ – კაკტუსი

 

 

ყველა მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს და დეტალურ სტატისტიკას Fiba.liveststs შემოგთავაზებთ.