სპაერი ახალი სეზონისთვის ემზადება

ეროვნულ ლიგა 2-ში აღზევებული თბილისის “სპაერი”  ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა. გუნდში არიან ახალწვეულები. ამიერიდან საპერის ღირსებას გამოცდილი ნახევარმცველი გიორგი ჩელებაძე დაიცავს.

 

“სპაერმა” პირველი ამხანაგური შეხვედრა თბილისის “დინამოს” წინააღმდეგ გამართა და მატჩი ფრედ, ანგარიშით 2-2 დასრულდა.

შემდეგ ამხანაგურ შეხვედრას “სპაერი” ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარ რუსთავის “რუსთავის” წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 14:00 საათზეა ჩანიშნული