თბილისი სიტი ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადება

ლიგა 3 სტარტს აპრილის დასაწყისში აიღებს. გუნდების ნაწილმა დაკომპლექტება დაასრულა. ერთ-ერთი ასეთი გუნდი თბილისი სიტია. ქალაქელებმა გასულ სეზონში ლიგა 2-ში გადასასვლელი პლეი-ოფი ითამაშეს და ზედა ლიგაში აღზევებასთან ახლოსაც იყვნენ თუმცა, გამოცდილებამ თავისი ქნა და ვიტ-ჯორჯიამ ლიგა 2-ში ადგილი შეინარჩუნა.

2022 წლის სეზონშიც თბილისი სიტის მიზანი ზედა ლიგაში დაწინაურება იქნება.

ლადო ბურდულის გაწვრთნილმა გუნდა უკვე გამართა ორი ამხანაგური შეხვედრა. პირველად საბურთლოს დაუპირიაპირდნენ და მატჩი 3-0 დამარცხდნენ, მეორე ამხანაგურ შეხვედრაში კი- გარეჯთან დამარცხდნენ ანგარიშით 3-2.

მესამე ამხანაგურ შეხვედრას “თბილისი სიტი” 29 იანვარს თბილისის “ლოკომოტივის” წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 14:00 საათზე დაიწყება და საგურამოს ბაზაზე ჩატარდება.

14  თებერვალს თბილისი “სიტი” მოროგ ამხანაგურ შეხვედრას სამტრედიის “სამტრედიას” წინააღამდეგ გამართავს. მატჩი 13:00 საათზე დაიწყება და ნუცუბიძის საფეხბურთო ცენტრში ჩატარდება.