ბათუმის დინამოს ამხანაგური შეხვედრა გადაიდო

27 იანვარს ბათუმის “დინამოს” ანთალიაში მორიგი საწვრთნელი მატჩი უნდა გაემართა, თუმცა აჭარული კლუბის ოფიციალური ფეისბუქგვერდი გვამცნობს, რომ ველენიეს (სლოვენია) “რუდარმა” დიდთოვლობის გამო მატჩის ჩატარების ადგილზე მისვლა ვერ მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმელებს ადრეც გაუუქმეს ამხანაგური მატჩი – 23 იანვარს “დინამოს” გდანსკის “ლეხიასთან” უნდა ეთამაშა, მაგრამ პოლონელთა თხოვნით, ეს თამაში არ შედგა. სამაგიეროდ, ბათუმელებმა იმავე დღეს ვაკო გვილიას “რაკოვთან” ისპარინგეს და ფრეს (3:3) დასჯერდნენ