ევრო2022 | საქართველოს ნაკრები 1/4-ფინალშია

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალშია.

ავთანდილ ასათიანის გუნდმა აზერბაიჯანის ნაკრების შემდეგ ბოსნია-ჰერცეგოვინა დაამარცხა და კონტინენტის საუკეთესო 8 გუნდს შორის მოხვდა.

ჯგუფის მეორე ტურის მეორე მატჩი ესპანეთის და აზერბაიჯანის ნაკრებებს შორის ფრედ, 2:2 დასრულდა. შედეგად, საქართველოს ნაკრები ჯგუფს ერთპიროვნულად, 6 ქულით ლიდერობს.