ბოლნისის სიონი საბურთალოს დაუზავდა
ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ ეტაპზე “საბურთალომ” მესამე ამხანაგური მატჩი გამართა, თბილისელთა მეტოქე ბოლნისის “სიონი” იყო. შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.
ეს შეკრებაზე გამგზავრებამდე საბურთალოელთა ბოლო საკონტროლო მატჩი იყო – 28 იანვარს გუნდი თურქეთის ქალაქ ლარაში მიემგზავრება და იქ განაგრძობს მზადებას.
საბურთალო-სიონი 0:0
საბურთალო (პირველ ტაიმში): მეგრელიშვილი, იაშვილი, გურეშიძე, კაკუბავა, მამაცაშვილი, ქარდავა, ქავთარაძე, შ. ნონიკაშვილი, გ. მამაგეიშვილი, გოჩოლეიშვილი, გულიაშვილი.
მეორე ტაიმში: გოშაძე, უბილავა, ჩადუნელი, ჯგერენაია, ლაცაბიძე, ლ. ნონიკაშვილი, შ. ნონიკაშვილი (გეგუჩაძე), ო. მამაგეიშვილი, პარკინაშვილი, ტაბატაძე, სიხარულიძე.
შემდეგ ამხანაგურ შეხვედრას ბოლნისის “სიონი” 30 იანვარს, “ვიტ-ჯორჯიას” წინააღმდეგ გამართავს.