თელავმა პირველ ამხანაგურ შეხვედრაში იმარჯვა

საფეხბურთო კლუბმა “თელავმა”, ახალი მთავარი მწვრთნელის, გიორგი ჭელიძის თავკაცობით, მოსამზადებელ ეტაპზე პირველი საკონტროლო მატჩი გამართა და თბილისის “შევარდენი 1906” დიდი ანგარიშით, 4:0 დაამარცხა

ბურთები ნოდარ თუთაშვილმა, გიორგი კვერნაძემ, იმედა აშორტიამ და მასუაბი კოტომ გაიტანეს

“თელავი” დიღმის ოლიმპიურ კომპლექსში შერეული შემადგენლობით იყო, ჭელიძემ შანსი ყველას მისცა – იყვნენ ძველებიც, პოტენციური ახალწვეულებიც და გასინჯვაზე მყოფებიც.

შემდეგ ამხანაგურ შეხვედრას თელავი 6 თებერვალს რუსთავის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 13:00 საათზე დაიწყება და ჩატარების ადგილი მოგვიანებით გახდება ცნობილი.