საქართველოს U16 ნაკრებმა და კლუბმა “ვინგსმა” ევროპის ლიგის მეორე წრე წაუგებლად დაასრულეს
5 თამაში და 5 გამარჯვება – ასეთი შედეგი აჩვენა საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმაც და თბილისურმა კლუბმა “ვინგსმაც” რიგაში ჩატარებულ ევროპის ახალგაზრდული ლიგის მეორე ტურში. ლატვიის დედაქალაქმა აღნიშნული ტურნირის მეორე წრეს უმასპინძლა, რომლის ეგიდითაც გუნდებმა 5-5 მატჩი გამართეს. ქართული გუნდები ერთმანეთს არ შეხვედრიან, ორივე მათგანმა ყველა მეტოქე დაამარცხა და 1-2 ადგილები დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ პირველი წრე 13-16 დეკემბერს ვილნიუსში გაიმართა და მაშინ ნაკრებმა 5-დან 2 მატჩი მოიგო, ხოლო ვინგსმა – 3. ამჯერად ქართველები ბევრად კარგ ფორმაში შეხვდნენ თამაშებს და მეორე წრე წაუგებლად განვლეს.
ბოლო შეხვედრები 30 იანვარს გაიმართა. ირაკლი ჩერქეზიშვილისა და დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილმა ნაკრებმა ლატვიური “რიძდენე” 76:63 (სტატისტიკა) დაამარცხეს. ფენომენალური შედეგი აჩვენა ჩვენი ნაკრების ცენტრმა ავთანდილ ბახტაძემ, რომელიც ლიეტუვაში, კაუნასის “ჟალგირისში” ასპარეზობს. მან 27 ქულა, 21 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. 27 ქულას მოუყარა თავი გოგიტა ბუკიამაც.
რაც შეეხება “ვინგსს”, ნიკა ბურჯანაძის გაწვრთნილმა გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში – 44:41 (სტატისტიკა) დაამარცხა ესტონური “ტარტუ”, რაშიც გიორგი ნიკოლაევმა და ნიკოლოზ გიორგაძემ მნიშვნელოვანი წილი დაიდეს. ნიკოლაევმა 9 ქულა, 15 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა, ხოლო გურგენიძემ 11 ქულა. ანდრია მდინარაძის ანგარიშზე 9 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა.