რუსთავი ამხანაგურ შეხვედრაში დამარცხდა

საფეხბურთო კლუბმა “თელავმა”, მოსამზადებელი ეგაპის ფარგლებში მეორე ტესტ-მატჩი საფეხბურთო კლუბ “რუსთავის” წინააღმდეგ გამართა და მეტოქე ანგარიშით 2-0 დაამარცხა.

თელავიდან გოლები ლაშა კოხრეიძემ და ლაშა ქოჩლაძემ გაიტანეს.

კახელები დიღმის ოლიმპიურ კომპლექსში დღესაც შერეული შემადგენლობით იყო,  გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭელიძემ შანსი დღესაც ყველას მისცა.

შემდეგ ამხანაგურ შეხვედრას “რუსთავი” თბილისის “მერანის” წინააღმდეგ გამართავს, მატჩი 13:00 საათზე დაიწყება და ფოლადის სტადიონზე ჩატარდება.

14 თებერვალს “რუსთავი” ამხანაგურ შეხვედრაში “გაგრას” დაუპირისპირდება. მატჩი 16:00 საათზე დაიწყება და ოლიმპიურ კომპლექსში ჩატარდება.