19-წლამდე ნაკრები ისრაელში მიემგზავრება
საქართველოს 19-წლამდე ვაჟთა ნაკრები, ისრაელთან მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ვასილ მაისურაძის გუნდი, 11 და 13 თებერვალს ისრაელთან გასვლაზე ამახნაგურ შეხვედრებს გამართავს.
📅 11 თებერვალი – ისრაელი V საქართველო | ამხანაგური
📅 13 თებერვალი – ისრაელი V საქართველო | ამხანაგური
ისრაელთან შეხვედრებისთვის, მთავარმა მწვრთნელმა 24 ფეხბურთელი გამოიძახა. აღნიშნული მატჩები, FIFA-ს წესდებით გათვალისწინებული კალენდარული სანაკრებო პაუზების ნაწილი არ გახლავთ, სწორედ ამიტომ მოახლოებული შეხვედრები გუნდის რამდენიმე საკვანძო მოთამაშის გარეშე ჩაივლის.
U19 | შემადგენლობა
მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (შუქურა ქობულეთი), ლევან თანდილაშვილი (თელავი), შაკო ვიბლიანი (ლოკომოტივი თბილისი).
მცველები: დავით გოგოტიშვილი (დინამო თბილისი), მუხრან ბაგრატიონი (დინამო თბილისი), თორნიკე დუნდუა (დინამო თბილისი), გიორგი პირტახია (ლოკომოტივი თბილისი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), საბა გოგლიჩიძე (ტორპედო ქუთაისი), ზურაბ რუხაძე (საბურთალო), არჩილ დათუაშვილი (დინამო თბილისი), ზურაბ ზოსიაშვილი (ლოკომოტივი თბილისი).
ნახევარმცველები: ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი (დინამო თბილისი), გიზო მამაგეიშვილი (საბურთალო), გეგი გეგუჩაძე (საბურთალო), ლუკა წულუკიძე (საბურთალო), მიხეილ ავალიანი (შუქურა ქობულეთი), ლუკა ჩაგანავა (ბოლნისი სიონი).
თავდამსხმელები: გიორგი გვიშიანი (დინამო თბილისი), ჯადული იობაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი კვერნაძე (თელავი), გიორგი ხაბულიანი (ადანა დემისფორი, თურქეთი), დავით გოცირიძე (დინამო თბილისი)
nakrebi.ge