შევარდენი სიონთან დამარცხდა
“შევარდენი” ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადება. იუნკერებმა მე-4 ამხანაგური შეხვედრა ბოლნისის “სიონის” წინააღმდეგ გამართეს და 2-1 დამარცხდნენ.
შემდეგ ამხანაგურ შეხვედრას “შევარდენი 1906” 10 თებერვლს თბილისის “მერანის” წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 16:00 საათზე დაიწყება და დავით პეტრიაშვილის სეხალობის სტადიონზე გაიმართება. მატჩის პირდაპირი რეოპრტაჟის ხილვა შევარდენის Youtube-ის ოფიციალურ არხზე იქნება შესაძლებელი.
16 თებერვალს ამხანაგურ შეხვედრაში “შევარდენი” და “სამტრედია” გაეჯიბრებიან ერთამენთს. თამაში 16:00 საათზე დაიწყება.
17 თებერვალს კი “სპაერი” იქნება “შევარდენის” მეტოქე. ეს მატჩი 14:00 საათზე აიღებს სტარტს.