გოგა ბითაძემ NBA-ში კარიერის რეკოდრი დაამაყარა
გოგა ბითაძის კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ლიგაში. ინდიანა პეისერსის 22 წლის ქართველმა ცენტრმა პირადსარეკორდო – 20 ქულა მიითვალა, თან ისე, რომ ყველა სროლა ჩააგდო.
ინდიანა ვაშინგტონ ვიზარდს მასპინძლობდა და შერხვედრა 123:133 დათმო. ბითაძე ბითაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 24 წუთში 4-დან 4 ორქულიანი, 3-დან 3 სამიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. მოპოვებულ 20 ქულას ქართველმა ცენტრმა 6 მოხსნაც მოაყოლა.
ინდიანაში გოგაზე მეტი მალკოლმ ბროგდონმა ჩააგდო – 27 ქულა. ყველაზე შედეგიანად კი ტაირის ჰალიბარტონი დასახელდა – 15 ქულა, 11 პასი, 7 მოხსნა. ინდიანას 22 მოგების წილ 44 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზე იმყოფება. შემდეგი მატჩი ინდიანელებს 9 მარტს, შინ კლივლენდთან ელის.