პიუნიკი ამხანაგურ შეხვედრებს თბილისში გამართავს

ეროვნულ ლიგაში 1 თვიანი დასვენება გამოცხადდა. გუნდების ნაწილი ევროტურნირების შეხვედრების მოლოდინშია, ნაწილი კი სეზონის განახლებისთვის ემზადება.

როგორც ცნობილი გახდა სომხეთის პრემიერ ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი ერევნის “პიუნიკი” შეკრებას თბილისში გაივლის და 2 ამხანაგურ შეხვედრასაც გამართავს.

 

“პიუნიკი” 20 ივლისს “საბურთალოს” დაუპირისპირდება, შეხვედრა 19 საათზე დაიწყება და ზღვის ბაზაზე გაიმართება.

მეორე შეხვედრას “პიუნიკი” 23 ივლისს თბილისის “ლოკომოტივის” წინააღმდეგ გამართავს, მატჩი 20:00 საათზე დაიწყება და საგურამოში ჩატარდება.