საბაჰი შეკრებას თბილისში გაივლის

ეროვნულ ლიგაში 1 თვიანი დასვენება გამოცხადდა. გუნდების ნაწილი ევროტურნირების შეხვედრების მოლოდინშია, ნაწილი კი სეზონის განახლებისთვის ემზადება.

როგორც ცნობილი გახდა აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი  “საბაჰი” შეკრებას თბილისში გაივლის და 3 ამხანაგურ შეხვედრასაც გამართავს.

 

“საბაჰი” 20 ივლისს ქობულეთის “შუქურას” დაუპირისპირდება, შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება და ზღვის ბაზაზე გაიმართება.

მეორე შეხვედრას “საბაჰი” 23 ივლისს წყალტუბოს “სამგურალის” წინააღმდეგ გამართავს, მატჩი 19:00 საათზე დაიწყება და ზღვის ბაზაზე ჩატარდება.

26 ივლისს “საბაჰი” ეროვნულ ლიგაში მოთამაშე “თელავს” დაუპირისპირდება. ეს მატჩიც 19:00 საათზე დაიწყება და ზღვის ბაზაზე ჩატარდება.

28-ში კი აზერბაიჯანელები საბურთალოს შეხვდებიან.