ქუთაისის ტორპედომ საწვრთნელი პროცესი განაახლა
,,ტორპედომ” კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე ეტაპისთვის მზადება დაიწყო.
გუნი 20 ივლისს შეიკრიბა. როგორც ცონბილი გახდა ქუთაისელებმა ფინანსური პრობლემები მოაგვარეს და სეზონის დასკვნითი ნაწილისთვის ყველა წამყვანი ფეხბურთელი შეინარჩუნეს. გუნდთან ერთად რამდენიმე ახალი ფეხბურთელიც ვარჯიშობს
ქუთაისის “ტორპედო” მზადებას თბილისის ოლიმპიურ კომპლექსში გადის. 24 ივლისს “ტორპედო” თბილისის “საბურთალოს” დაუპირისპირდება. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ქუთასიელები ამ დროისთვის 19 ქულით ეროვნულ ლიგაში მე-8 ადგილზე იმყოფებიან. საბურთალოს კი 35 ქულა აქვს აქტივში და მე-3 პოზიციაზეა.