გორის დილამ ვარჯი განაახლა

ეროვნულ ლიგის განახლებამდე 2 კვირაა დარჩენილი. სეზონის დასკვნითი ნაწილისთვის ეროვნული ლიგის გუნდები აქტიურად ემზადებიან. მათ შორისაა გორის “დილაც”. როგორც მოგეხენებათ გორელები უეფას კონფერენს ლიგაზე ასპარეზობდნენ თუმცა პირველი ეტაპის გადალახვა ვერ მოახერხეს.

გორის “დილამ” ვარჯიშები განაახლა და ამხანაგური შეხვედრებიც დაგეგმა. “დილა” 27 ივლისს ” ვიტ-ჯორჯიას” დაუპირისპირდება. მატჩი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სტადიონზე გაიმართება და 19 საათზე დაიწყება.

30 ივლისს გორელები კიდევ ერთ სპარინგ მატჩს გამართავენ. დილა ლიგა 2-ში მოთამაშე გაგრას შეხვდება. მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.

დემჩენკოს შეგირდებს 35 ქულა აქვთ ატივში და საბურთალოსთან ერთად 3-4 ადგილს ინაწილებენ. “ვიტ-ჯორჯია” ლიგა 2-ში 24 ქულით მე-7 ადგილზეა გამაგრებული.

ვეტირინარებმა უკვე გამართეს ერთი შეხვედრა და ლიგა 4-ში მოთამაშე შტრუმი მინიმალირი ანგარიშით 1-0 დაამარცხეს.