რუსთავმა მეორე ამხანაგურ შეხვედრაში იმარჯვა

წინასასეზონო მზადებას აგრძელებს საფეხბურთო კლუბი “რუსთავი”. ქვემოქართლელებმა, 26 ივლისს, მორიგი ამხანაგურ შეხვედრა გამართეს. რუსთავმა ფოლადის სათადარიგო სტადიონზე თბილისი სითის უმასპინძლა და მეტოქე 3-0 დაამარცხა.

 

რუსთავმა ანგარიში მე-10 წუთზე გახსნა. მასპინძლებიდან თავი გიორგი გოგილაშვილმა გამოიჩინა.  მეორე  ტაიმი რუსთავის გარდამავლი უპირატესობით წარიმართა. თამაშის მიწურულს ქვემოქართლელებმა მეტოქეს კიდევ ორი ბურთი გაუტანეს და მატჩის საბოლოო ანგარიში 3-0 დააფიქსირეს.

რუსთავი მზადების პროცესში მორიგ ამხანაგურ შეხვედრას 30 ივლიის თელავის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება და კავკასიონი არენაზე გაიმართება.