გორის დილა ამხანაგურ შეხვედრაში ვიტ-ჯორჯიას დაუზავდა

გორის “დილა” სრული შემადგენლობით შეიკრიბა და მოსამზადებელ ეტაპზე პირველი ამხანაგური შეხვედრაც გამართა. გორელებმა “ვიტ-ჯორჯიას”  თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლეს და მატჩი “მეგობრული” ანგარიშით 2-2 დასრულდა.

შეხვერდის პირველივე წუთიდან გორელებმა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს და ტაიმის მიწურულს, 41-ე წუთზე,  ნიკა გაგნიძის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ ვეტერინარების კარი უსმანე კამარამ დალაშქრა.

მეორე ტაიმში ვიტ-ჯორჯიამ თამაშის ხარისხი გამოასწორა და 64-ე წუთზე ლაშა ნანობავილმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა, რომელიც მალევე გოლად აქცია.

ანგარიშის გათანაბრების შემდეგ გორის დილას ფეხბურთელები გააქტიურდნენ და 84-ე წუთზე გიორგი ალიმბარაშვილის დარტყმული ბურთი დაცვის ხაზში მდგომ ვიტ-ჯორჯიას ერთ-ერთ ფეხბურთელს ხელზე მოხვდა. მატჩის მთავარმა არბიტრმა, არსენ ნონიკაშვილმა ყოყმანის გარეშე დააფიქსირა წესების დარღვევა და ხელი თერთმეტმეტრიანი ნიშნულისკენ გაიშვირა. პენალტიზის რეალიზება კი გიორგი ალიმბარაშვილს არ გასჭირვებია.

 

ყველაფერი ისე მიდიოდა, რომ გორელებს უნდა ემარჯვათ. თუმცა, მატჩის მიწურულს, 91-ე წუთზე კუთხურის ჩაწოდების შემდეგ გორელთა საჯარიმოში არსებული არეულობით სეხნიაშვილმა ისარგებლა და ანგარიშიც გაათანაბრა. ამის შემდეგ მეტი გოლი აღარ გასულა და შეხვედრა, ფრედ, 2-2 დასრულდა.

 

გორის დილა შემდეგ ამხანაგურ მატჩს 30 ივლისს “გაგრას” წინააღმდეგ გამართავს. თამაში 19:00 საათზე დაიწყება და თენგიზ ბურჯანაძის სტადიონზე გაიმართება.

 

31 ივლისს გორის “დილა” კი თბილისის “მერანს” უმასპინძლებს. ეს შეხვედრაც 19:00 საათზე დაიწყ.ება