სიონი ეროვნული ლიგის მეორე წრისთვის მზადებას შეუდგა
ეროვნული ლიგის მეორე წრე 13 აგვისტოს განახლდება. გუნდები კი აქტიურად ემზადებიან. მათ შორისაა ბოლნისის “სიონიც”.
ქვემოქართლელები საგრძნლობად დასუსტდნენ. გუნდი 8 ფეხბურთელმა დატოვა.
სიონმა უკვე გამართა ერთი ამხანაგური შეხვედრა მეორ ლიგელ სამტრედიასთან და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
შემდეგ ამხანაგურ შეზვედრას ბოლნისის “სიონი” 27 ივლისს ლიგა 2-ის ბინადარ საგარეჯოს “გარეჯთან” გამართავს. მატჩი 17:30 საათზე დაიწყება და ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე გაიმართება.