ვარლამ ლიპარტელიანმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულა

ვარლამ ლიპარტელიანმა აქტიური  სპორტული კარიერა დაასრულა. შეგახსენებთ, რომ ვარლამი ტოკიოს ოლიმპიადაზე უმედლოდ დარჩა.  საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ემოციური პოსტი გამოაქვყენა:

 

-“მადლობა ღმერთს იმისთვის რაც მომცა დღემდე. იყო ბევრი სიხარული ბევრი გულის ტკენა მარა ამ ყველაფერმა მე ძალიან გამაძლიერა როგორც პიროვნება.
მადლობა ჩემს ოჯახს, ჩემს მეუღლეს ჩემს შვილებს რომლებმაც ჩემ ცხოვრებაში უდიდესი როლი შეასრულეს! ვამაყობ თქვენით. მადლობა ყვეას ვინც დღემდე გვერდში მედგა ვერასოდეს გადავიხდი თქვენს ამაგს,
მაგრამ დგება ცხოვრებაში მომენტი როცა რაღაც მთავრდება და ეს ის დღეა როცა ჩემთვის სპორტული კარიერა დასრულადა. ვერასოდეს გადავიხდი თქვენს ამაგს ერთგულო გულშემატკივრებო. ვერ შევძელი ვიცი თქვენი გახარება:( მტკივა მაგრად ეს ყველაფერი და ალბათ დიდხანს გამყვება ცხოვრებაში უბრალოდ შეუძლებელია ყველაფერი თქვა ამ დროს მაგრამ მინდა იცოდეთ რო უზომოდ მიყვარხართ
იმედია სხვა ცხოვრებაში შევძლებ ცოტათი მაინც შევძლო თქვენი გახარება
ბევრი რამის თქმა მინდა მაგრამ ვერ ვახერხებ, იმედია ოდესმე შევძლებ რო ყველაფერი გითხრათ ყველას.