თურან თოვუზი შეკრებას თბილისში გადის

აზერბაიჯანის პრემიერლიგის კიდევ ერთი ბინადარი, “თურან” თოვუზი საზაფხულო შეკრებას თბილისში გადის. გუნდი სასტუმრო ალავერდშია დაბანაკებული და მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში 2 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

თოვუზელებმა ერთი ამხანაგური შეხვედრა ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარ თბილისის “მერანთან” გამართეს და მეტოქე ანგარიშით  3-1 დაამარცხეს.

მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას “თურან” თოვუზი 27 ივლისს “დინამო” თბილისის წინააღმდეგ გამართავს მატჩი 20:00 საათზე დაიწყება, შეკრების დასკვნით  მატჩს კი “თოვუზი” საფეზბურთო კლუბ “გაგრას” წინააღმდეგ ჩაატარებს, მატჩი 17:00 საათზე აიღებს სტარტს.